სამოდელო გაკვეთილი VII კლასში

მასწავლებელი:  ნათელა  ხაზარაძე

საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი  მე-7
თემა: სერგო კლდიაშვილის „ერისთავი  ცოტნე“


დრო:50წთ
მოსწავლეთა პროფილი:  23 მოსწავლე, სსმ მოსწავლე არ არის კლასში
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები ტექსტიდან გამომდინარე შეძლებენ კითხვების დასმასა და პასუხების გაცემას, პერსონაჟის დახასიათებას , როგორც ზეპირად ისე წერილობით.


ესგ.  სტანდარტი:   ქართ.   VII.7   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა  სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების  გამოხატვა და ახსანა.
ქართ.   VII.11   მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების  შექმნა სხვადასხვა მიზნით
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:    ტექსტის ცოდნა, გაგება-გააზრება, პერსონაჟთა  თვისებების ამოცნობა-გაანალიზება, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან.

შეფასება და თვითშეფასება:  მასწავლებელი აკვირდება  მოსწავლეებს და მთელი გაკვეთილის განმავლობაში აძლევს განმავითარებელ  შეფასებას . გაკვეთილის ბოლოს აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი  შეფასებით, რისთვისაც იყენებს შეფასების რუბრიკას. (დანართი #1)
სასწავლო მასალა და რესურსები:  სახელმძღვანელო, ფლიფრჩატი, მარკერი, წებოვანი ლენტი, რვეული ,კალამი
                                       გაკვეთილის მსვლელობა


სამოდელო გაკვეთილი
ტიპი: ინოვაციური

აქტივობა 1.      თემის მიზნისა და შეფასების გაცნობა. მოსწავლეთა ორგანიზება
მაწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა თითოეული მათგანის ჩართულობა, აქტიურობა, ინსტრუქციებისა და წესების შესაბამისად  დაცვა.  მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს შეფასების რუბრიკის კრიტერიუმებს. კლასი გაყოფილია 4 ჯგუფად.
აქტივობა 2.   კითხვების დასმა-----მეთოდი „წარმოსახვითი ინტერვიუ“
მოსწავლეთა თითოეულ ჯგუფს სთხოვს მასწავლებელი ტექსტიდან და მათ მიერ მოძიებული მასალიდან მოიფიქრონ და  ჩამოწერონ ყველა ის კითხვა, რომლებსაც  დაუსვამენ   პერსონაჟს, ცოტნე დადიანს.  დავალების დასრულების შემდეგ  ჯგუფიდან  სურვილის მიხედვით, ერთი მოსწავლე   ჯდება ე.წ.“ ცხელ სკამზე“ , თითოეული  ჯგუფი უსვამს კითხვებს  და მან უნდა გასცეს პასუხი დაახლოებით ისე, როგორც უპასუხებდა  პერსონაჟი.(თუ რომელიმე კითხვას ვერ უპასუხებს, უპასუხებს ის  ჯგუფი, რომელმაც დაუსვა   კითხვა)(აქტივობის მიზანი  : კითხვების სწორი ფორმულირება, ლოგიკური აზროვნება)
აქტივობა#3        მეთოდი    „ხასიათის სოციოგრამა“
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს  ფლიფრჩარტს, რომლის შუაში , წრეში წერია სახელი, ცოტნე დადიანი, მოსწავლეებმა წრის ირგვლივ უნდა დაწერონ ყველა  იმ პიროვნების სახელი , რომელიც ტექსტის მიხედვით დაკავშირებულია  მთავარ პერსონაჟთან,  ურთიერთსაპირისპირო ისრებით უნდა დააკავშირონ ერთმანეთთან და  და ისრების გასწვრივ ერთი წინადადებით უნდა დაწერონ , რა აკავშირებს თითოეულ მათგანს  მთავარ გმირთან . საბოლოოდ იქმნება  პიროვნების ხასიათის  სოციოგრამა.(აქტივობის მიზანი:  წაკითხულის გააზრება, ტქსტში სპეციფიკური ინფორმაციის მოძიება და ადეკვატური გამოყენება.)
აქტივობა#4     წერილობით დავალების  შესრულება. მეთოდი „კონცეპტუალური  წრე“
მასწავლებელი დაფაზე დახაზულ წრეს ყოფს რამდენიმე ნაწილად, თითოეულ დანაყოფში წერს სიტყვებს ან მოკლე ფრაზებს, რომლებიც  დაკავშირებულია პერსონაჟის ქცევასთან და მის ხასიათთან(რაინდი,მწუხარებით შებოჭილი,უშიშარი, პატიოსანი სიკვდილი,საკვირველი კაცი,მოძმეთათვის თავგანწირვა).და სთხოვს მოსწავლეებს  დაწერონ პიროვნების დახასიათება ისე, რომ აუცილებლად გამოიყენონ მოცემული სიტყვები.(აქტივობის მიზანი:წერითი უნარების განვითარება,ლოგიკური აზროვნება,სიტყვებისა და ფრაზების სწორად დაკავშირებისა და გამოყენების უნარი). დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი  რამდენიმე მოსწავლეს აკითხებს ნაშრომს და იქვე აძლევს უკუკავშირს.
აქტივობა 5. გაკვეთილის შეჯამება-შეფასება ა მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს კითხვების საშუალებით:
1.რამდენად გაართვით თავი დავალებებს?
2.რომელი აქტივობის შესრულებისას იყავით უფრო თავდაჯებული?
3. შეკითხვა , რომელსაც დაუსვამ მასწავლებელს?
შეფასების რუბრიკის გამოყენებით  განმსაზღვრელი შეფასებით აფასებს მოსწავლეებს.

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები

    1-4ქულა

     5-6ქულა

7-8ქულა

9-10ქულა
კითხვების დასმა და პასუხი
უჭირს კითხვების დასმა და პასუხების გაცემა
ტექსტიდან გამომდინარე იშვიათად  სვამს აზრობრივად გამართულ კითხვებს, პასუხობს კითხვებზე ,თუმცა უშვებს შეცდომებს
ტექსტიდან გამომდინარე სვამს შესაფერის,აზრობრივად გამართულ კითხვებს, კითხვებზე პასუხი  ამომწურავი და ლოგიკურია,თუმცა აქვს ხარვეზები
ტექსტიდან გამომდინარე ყოველთვის სვამს შესაფერის,აზრობრივად გამართულ კითხვებს, კითხვებზე პასუხი ყოველთვის ამომწურავი და ლოგიკურია
პერსონაჟის დახასიათება
უჭირს პერსონაჟის დახასიათება
იშვიათად  ახასიათებს პერსონაჟს გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით,  მასწავლებლის დახმარებით
სათანადო სიტყვების გამოყენებით  ახასიათებს პერსონაჟს გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით, თუმცა აქვს ხარვეზები
 სათანადო სიტყვების გამოყენებით ზუსტად ახასიათებს პერსონაჟს გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით.

პერსონაჟის
წერილობითი დახასიათება
უჭირს პერსონაჟის დახასიათება, ენობრივი ნორმების დაცვა
იშვიათად წერს, მართებულად ვერ იყენებს მითითებულ სიტყვებსა და გამოთქმებს, თხრობა ბუნდოვანია,  ვერ იცავს ენობრივ-გრამატიკულ ნორმებს
წერისას  იყენებს მითითებულ სიტყვებსა და ფრაზებს, თხრობა ლოგიკურადაა აგებული, დაცულია ენობრივ-გრამატიკული ნორმები,თუმცა აქვს ხარვეზი.
წერისას სათანადოდ იყენებს მითითებულ სიტყვებსა და ფრაზებს, თხრობა ლოგიკურადაა აგებული, დაცულია ენობრივ-გრამატიკული ნორმები
თანამშრომლობა

უჭირს თანამშრომლობა
იშვიათად თანამშრომლობს
თანამშრომლობს და ცდილობს პრობლემა არ შექმნას მუშაობისას.
 ყოველთვის თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეებმა ტექსტიდან გამომდინარე დასვეს კითხვები და უპასუხეს , წარმოადგინეს  პერსონაჟის დახასიათება, როგორც ზეპირად ისე წერილობით.

Comments

Popular posts from this blog

შეფასების რუბრიკები მე-6- მე7 კლასებისათვის

სამოდელო გაკვეთილი მე-10 კლასში

სამოდელო გაკვეთილი მე-5 კლასში