კვლევა
პრაქტიკის კვლევა:
„სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს,არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას.”
დიმიტრი უზნაძე
„როგორ აისახება
განმავითარებელი შეფასება სწავლა-სწავლებისხარისხის
გაუმჯობესებაზე?
სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქ.ქუთაისის #32
საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ნათელა ხაზარაძე
მათემატიკის პედაგოგი: თამარ მურუსიძე
ფრანგული ენის
პედაგოგი: სოფიო მურუსიძე
2016-2017 სასწავლო წლის მაისი
სარჩევი
შესავალი------------------------------------------------------------------------------3გვ
პრობლემა და საკვლევი
საკითხი--------------------------------------------------3გვ
პრობლების შერჩევა-----------------------------------------------------------------3-4გვ
კვლევის მიზანი----------------------------------------------------------------------4გვ
სამიზნე ჯგუფი-კვლევის
ჯგუფის მუშაობა--------------------------------------4გვ
ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------------4-9გვ
კვლევის მეთოდები-------------------------------------------------------------------9გვ
კვლევის გეგმა-------------------------------------------------------------------------9-17გვ
მონაცემთა ანალიზი------------------------------------------------------------------17-39გვ
კვლევის მიგნებები--------------------------------------------------------------------34-35გვ
ინტერვენცია (განხორციელებული
ცვლილებებ---------------------------------- 35-43გვ
ინტერვენციის შეფასება---------------------------------------------------------------43-44გვ
დასკვნა----------------------------------------------------------------------------------44გვ
რეკომენდაციები
სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციას-------------------45გვ
გამოყენებული ლიტერატურა--------------------------------------------------------46გვ
შესავალი
სწავლის ხარისხის
გაუჯობესება და მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა დიდად არის დამოკიდებული შეფასებაზე.
რომელიც აუცილებად უნდა იყოს გამჭირვალე, ვალიდური სანდო და ობიექტური. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელმა
გამოიყენოს შეფასების მრავალფეროვანი მეთოდები , წინადმდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული
კვლევის ანგარიში მასში საუბარია იმ პრობლემაზე რასაც ქმნის საგაკვეთილო პროცესში განმავითარებელი შეფასების იშვიათი და არაეფექტური გამოყენება და ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგილია
და განსახორციელებული ცვლილებები.
პრობლემა და საკვლევი საკითხი
ამ თავში განხილულია,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის
განმავითარებელი შეფასება და ჩვენს საკლასო ოთახში არსებული განმავითარებელი შეფასების
სისტემის მიმოხილვა. მოსწავლეთა განვითარებისთვის
მნიშვნელოვანია რამდენად ხშირად და შესაბამისად
იყენებს მასწავლელებლი განმავითარებელ შეფასებას, რადგან ამგვარი შეფასება ეხმარება როგორც მასწავლებელს ასევე მოსწავლეს გააუმჯობესოს
სწავლა სწავლების პროცესი.
პრობლემის შერჩევა
თითოეული ჩვენგანი
იცნობს განმავითარებელი შეფასების არსს, მეთოდებსა და ინსტურმენტებს, ტრენინგების და
სხვადასხვა შეხვედრების დროს გვისწავლია და
გვიმსჯელია, რამდნად დადებითად მოქმედებს იგი მოსწავლის წარმატებაზე. გამოგვიყენებია
კიდეც საგაკვეთილო პროცესში თუმდა მას არ ქონდა სისტემატური ხასიათი ჩვენს პრაქტიკაში. უმეტესად განმსაზრვრელი შეფასებით
შემოვიფარგლებოდით და არ გქვონდა შესაძლებლობა დავკვირვებოდით თითოეული მოსწავლის განვითარებას
ნაბიჯ -ნაბიჯ. აშკარად გამოიკვეთა, რომ აუცილებელია
მასწავლებელმა იცოდეს ყველა მოსწავლის საჭიროება რათა დაეხმაროს მყისიერად და სწორი მიმართულებით წარმართოს თავისი მუშაობა. ხშირად ხდება, ისე რომ კლასში ახსნილი
მასალა გასაგებია მხოლოდ რამდენიმე მოსწავლისათვის,გგონია, რომ ყველას შესაბამისად
მივაწოდეთ, მაგრამ მეორე დღეს ირკევა რომ მოსწავლემ ვერ შეასრულა მოცემული დავალება,
რადგან ვერ გაიგო. სამწუხაროდ არ მივბრუნებივართ
იმ მოსწავლის პრობელმას და ისე გადავსულვართ ახალ მასალაზე. აქედან გამომდინარე გამოიკვეთა
პრობლემა რომ ვერ ვწდებით მოსწავლეთა საჭიროებებს, შესაბამისად ვერ ვეხმარებით მოსწავლეებს, ვერ ვიყენეთ დიფერენცირებულ სწავლების
მიდგომებს, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე აისახება. ამ პრობლემებზე დაკვირვების
შედეგად გადავწყვტეთ გამოგვეყენებინა განმვაითარებელი შეფასება ყოველდღიურად. ამჯერად მხოლოდ ერთი კლასის მაგალითზე,
რადგან ლიტერატურის გაცნობის შედეგად მივხვდით, რომ ეს იქნებოდა ძალიან შრომატევადი
სამუშაო. უნდა დავკვირვებოდთ რამდენად ეფექტური
იქნებოდა განმავითარებელი შეფასების ყოველდღიური გამოყენება გაკვეთილზე. რამდენად დაეხმარებოდა მოსწავლეს სწავლების გაუმჯობესებაში. ხოლო მასწავლებლებს
მოგვეცემოდა საშუალება სხვადასხვა ინსტურმენტების გამოყენების შემდეგ , მოსწავლეთა
საჭიროებებზე მოგვერგო თითოეული გაკვეთილი , რაც გამოიწვევდა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და სწავლის ხარსიხის გაუმჯობესებას.
კვლევის მიზანი
განმავითარებელი
შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები და მივცეთ
მათ კონკრეტული რჩევები თუ როგორ გააუმჯობესონ სწავლის ხარისხი და მიაღწიონ მაღალ აკადემიურ
დონეს.
სამიზნე ჯგუფი-კვლევის ჯგუფის მუშაობა
რადგან კვლევას
ვაწარმოვებთ სვადასხვა დისციპლინის სამი პედაგოგი სამიზნე ჯგუფებია: მე-5 ა კლასი ქართული ენა ლიტერტურა მასწავლებელი
ნათელა ხაზარაძე, მათემატიკა მე-5ბ კლასი მასწავლებელი თამარ მურუსიძე და ფრანგული ენა მე-4 ა კლასი მასწავლებელი სოფიო მურუსიძე.
ლიტერატურის მიმოხილვა
ეროვნული სასწავლო გეგმის
მიხედვით მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-
სწალების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
(მუხლი15. ესგ.)
სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი
და განმავითარებელი.
განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის
ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებით. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
განმავითარებელი შეფასებაზე ეროვნული სასწავლო
გეგმიდან ცნობილია, რომ განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების
დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას
გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორებიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება,
დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების
აღწერილობა:
|
|
განმავითარებელი
|
განმსაზღვრელი
|
|
მიზანი
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის განვითარების
ხელშეწყობა
|
სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის
დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ
მიზნებთან მიმართებით;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
|
|
შეფასების საგანი
|
სწავლის პროცესი
|
სწავლის შედეგი
|
|
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
|
წინსვლის ხელშესაწყობად
განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების
მიცემა და სხვ.
|
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება
|
|
წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა
|
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (საკუთარ მიღწევებთან მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
|
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ ნორმასთან მიმართებით)
|
|
შეფასების საშუალებები
|
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.
|
ქულა
|
(ესგ.მუხლი 16)
თანამედროვე საგანმანათლებლო
კვლევების მიხედვით განმავითარფებელი შეფასება არის საგანმანათლებლო ფაქტების მოძიებისა
და ინტერპრეტაციის პროცესი, იმისათვის რათა მოსწავლეები და მასწავლებლები გაერკვნენ
რა აითვისეს მოსწავლეებმა და რა დონეზე, კიდევ რა უნდა ისწავლონ მათ და როგორ.
განმავითარებელი შეფასების
მიზნებია:
·
იმის გარკვევა, თუ რა იციან და რა შეუძლიათ, რა არ იციან და რისი
უნარი აქვთ არასაკმარისი მზაობის მოსწავლეებს
·
სწავლის გაუმჯობესება, „გააზრებითი სწავლის“ ხელსეწყობა
·
იმის გგარკვევა, თუ დამატებით რა სახის საკორექციო და გამამდიდრებელი
აქტივობებია ჩასატარებელი მოსწავლეებთან
·
იმის გარკვევა, თუ რომელი მოსწავლეები საჭიროებენ საგანგებო დახმარებას
·
მოსწავლეებისათვის მათი პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
·
მშობლების ინფორმირება შვილების პროგრესის შესახებ
ყველა მასწავლებელს ესმის
სწავლებასა და ტესტირებას შორის არსებული კავშირის მნიშვნელობა. როგორც წესი, როდესაც
მასწავლებელი წარმატებით წარმართავს სწავლების პროცესს , მის მოსწავლეებს მაღალი შედეგები
აქვთ ტესტირებაში. თუმცა ეფექტური სწავლების შედეგი ტესტირებაში მაღალი ქულები ვერ
იქნება, თუ გამოტოვებული იქნა მნიშვნელოვანი ელემენტი- როგორ ამოწმებს მასწავლებელი
მოსწავლეების მიერ სასწავლო საკითხების გაგებას უშუალოდ სწავლის პროცესის დროს. რაც
უფრო ეფექტურად ამოწმებს მასწავლებელი მოსწავლეების სწავლასა და ათვისებას, მით უფრო
ეფექტურად ასწავლის იგი.
მოსწავლის პროგრესის შემოწმებისათვის
განმავითარებელი შეფასების დანიშნულება არის მოსწავლის სწავლის მონიტორინგი და მუდმივი
უკუკავშირი, რაც დაეხმარება მასწავლებლებს სწავლების, ხოლო მოსწავლეებს - სწავლის გაუმჯობესებაში.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია
განსხვავებები განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს შორის.
|
|
განმავითარებელი შეფასება
|
განმსაზღვრელი შეფასება
|
|
მიზანი
|
სწავლების გაუმჯობესება და მოსწავლეებისათვის უკუკავშირის მიწოდება
|
მოსწავლის მიღწევის დონის განსაზღვრა
|
|
როდის ტარდება?
|
მუდმივად, სასწავლო თემის განმავლობაში
|
სასწავლო თემის, სემესტრის ან წლის ბოლოს
|
|
როგორ გამოიყენებენ მოსწავლეები შედეგებს?
|
სწავლისა და ათვისების თვითმონიტორინგი
|
ესგ-ს სტანდარტებთან და სასწავლო მიზნებთან მიმართებით საკუთარი მიღწევების
შემოწმება
|
|
როგორ გამოიყენებენ მასწავლებლები მიღებულ შედეგებს
|
მოსწავლეების სწავლისა და ათვისების შემოწმება
|
ნიშნების დაწერა და მოსწავლეების წახალისება
|
განმავითარებელი შეფასება
არის მოსწავლების მუდმივი შემოწმების განხილვისა და დაკვირვების პროცესი. მასწავლებლები
განმავითარებელ შეფასებას იყენებენ სწავლების მეთოდების გაუმჯობესებისა და სწავლისა
და სწავლების პროცესში მოსწავლეების უკუკავშირის მიწოდებისათვის. თუ მოსწავლეს არ ესმის
ახალი საკითხი, მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა მაგალითებითა და მეთოდებით უფრო მკაფიოდა
და გასაგებად მიაწოდოს მოსწავლეებს საკითხი, რომელიც მოსწავლეებსაც ეხმარება საკუთარი
პროგრესის მონიტორინგი სხვადასხვა სახის დავალებაში გაანალიზონ. განმავითარებელი შეფასების
შედეგები მასწავლებელს აჩვენებს რამდენად ეფექტურად წარმართავს იგი სწავლების პროცესს
და საჭიროა თუ არა სტრატეგიებისა და მეთოდების შეცვლა. ( G- PRIED დაწყებითი კლასების
მათემატიკის 5-6 კლასების მასწავლებელთა სახელმძღვანელო. „განმავითარებელი შეფასება
მათემატიკაში“ 2014. გვ.3-4, გვ16-18)
,,– ხომ ვერ მეტყვით, საით უნდა წავიდე?
– გააჩნია, სად გინდა მისვლა.
– ამას მნიშვნელობა არ აქვს.
– მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, საით უნდა წახვიდე”.
ლუის კეროლი, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“.
თუკი თითოეული მოსწავლისთვის
სასწავლო პროცესს მოგზაურობად აღვიქვამთ, მაშინ განმავითარებელი შეფასება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მოგზაურობის პროცესში მოსწავლეებისთვის გზის ჩვენება.
ჩეშირული კატა ელისისთვის კარგი
მასწავლებელი შეიძლება ყოფილიყო, გოგონას ან თავად კატას
რომ სცოდნოდა, სად უნდოდა ელისს
მისვლა.
სასურველი აკადემიური შედეგის მისაღწევად მასწავლებლებს შეუძლიათ ყოველდღიურად ადევნონ თვალი, თუ საით მიდიან
მოსწავლეები. განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც შეძენილ ცოდნასა და უნარებს აფასებს,
ამ შემთხვევაში მხოლოდ იმისთვის გამოდგება, რომ გავარკვიოთ, მივაღწიეთ
თუ არა შედეგს. ამგვარი
შეფასება მნიშვნელოვანია, როცა მოგზაურობის კონკრეტული
მონაკვეთი დასრულდება – მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა
ნახონ, მიაღწია თუ არა მოსწავლემ,
მაგალითად, A პუნქტს, ან იქნებ გზა
აებნა და მოხვდა B პუნქტში.
მასწავლებელს შეუძლია მუდმივი თვალყურის დევნებით და მიმართულების მიცემით
დაეხმაროს მოსწავლეს, რომ ის არ
აცდეს გზას. ეფექტური განმავითარებელი
შეფასება ყველაზე საიმედო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გზას
არ გადაუხვიონ. განათლების სპეციალისტებმა განმავითარებელი შეფასების არაერთი განმარტება შემოგვთავაზეს მას შემდეგ, რაც
პირველად გამოიყენეს ეს ტერმინი (Wiliam, 2011). თუ ამ
დეფინიციებს შევაჯამებთ, დაახლოებით ასეთ განმარტებას ჩამოვაყალიბებთ:
განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც
გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით, სწავლების სტრატეგიითა თუ სხვა საშუალებებით
ინფორმაციის შეგროვებას მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონეზე და ამ ინფორმაციის
გამოყენებას მათი პროგრესის ხელშესაწყობად.
სტატიაში იმ საშუალებებს, რითაც
მსგავს ინფორმაციას ვაგროვებთ, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს ვუწოდებთ.
ნებისმიერი აქტივობა თუ სწავლების სტრატეგია
შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თუკი იგი ეხმარება
მოსწავლეებს, გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ
და რატომ, გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები,
ნათელი წარმოდგენა შეიქმნან, თუ რა გზით
უნდა წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად. მეორე მხრივ, ერთი და იგივე
აქტივობა ან სტრატეგია ზოგჯერ
შეიძლება ემსახურებოდეს განმავითარებელი შეფასების პროცესს და ზოგჯერ – არა.
მაგალითად, კითხვების დასმა ცნობილია, როგორც განმავითარებელი შეფასების მძლავრი ინსტრუმენტი. თუმცა ზოგ შემთხვევაში კითხვების
დასმა ქმნის განმავითარებელი შეფასების საფუძველს, ზოგ შემთხვევაში კი
– არა. ეს იმაზეა დამოკიდებული,
რამდენად გვაძლევს საშუალებას კითხვები, გავიგოთ მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე
როგორ
ეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს? განმავითარებელი შეფასება მას აძლევს საშუალებას,
შეამოწმოს მოსწავლეების გაგების/გააზრების დონე და შესაბამისად
დაგეგმოს სწავლების პროცესი. მასწავლებელს შეუძლია დაფიქრდეს სასწავლო პრაქტიკაზე და თითოეული ბავშვის
მიღწევებზე; იმაზე, თუ რა დაეხმარება
მას თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
ძირითადი განსხვავება განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს
შორის ისაა, რომ განმავითარებელი
შეფასება ხდება უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს. ეს არის
ინტერვენცია რეალურ დროში, რაც გვეხმარება, დროულად
აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები და მიმართულება მივცეთ
მას, სანამ ცოდნას ნიშნით/ქულით შევაფასებთ.
შესაბამისად, ასეთი შეფასება არ გამოიხატება ნიშნით/ქულით, მაშინ როცა განმსაზღველი შეფასება უკვე კონკრეტული მასალის ათვისებას/უნარების განვითარებას აფასებს სკალის გამოყენებით და ნიშნით/ქულით გამოიხატება. (http://mastsavlebeli.ge/?p=11953 „ეფექტური განმავითარებელი შეფასება“
განმავითარებილი შეფასების უამრავი ინსტრუმენტია, რომლებიც
გვეხმარება მასალის გაგებისა და ათვისების დონის შემოწმებაში. ის, თუ რა გამოდგება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თავადაც შეუძლია
მასწავლებელს მოიფიქროს. არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომლებიც მასწავლებლებმა – გამოსცადეს და გაუზიარეს უამრავ სხვა მასწავლებელს.
განმავითარებელი შეფაების ინსტრუმენტებია: შემაჯამებელი შეკითხვები; ცერები
მაღლა სიგნალი ხელებით; ერთ წუთიანი თხზულება; ანლოგიები; ცნების რუკა; 3 წუთიანი პაუზა;
მოსწავლეთა კონფერენცია; ხუთიდან პირველი; საკლასო ოთახიდან გასვლის ბარათები; ქვიზები;
ჩანაწერი ჟურნალში; ერთხმად პასუხი; იდეათა წრე; პორთფოლიოები; შიდა წრე და გარე წრე;
მკითხველის თეატრი; ერთწინადადებიანი შეჯამებები; დიახ-არა ბარათები; შეჯამების ჩარჩო;
იფიქრე დაწყვილდი გააზიარე; დაფიქრდი და შეავსე; ოთხი კუთხე; შავი ლაქა; 3-2-1; სწრაფი
წერა; მიმართული პარაფრაზირება; გაიხსენე- შეაჯამე - დასვი კითხვა- დააკავშირე; მე
მაქვს შეკითხვა, ვის შეუძლია გამცეს პასუხი?; ლაიკერტის შკალა; შემოუარე გარშემო კლასს;
სიტყვების დახარისხება; შუქნიშანი; აიღე და გადააწოდე; სთქვი რამე!; დროშით მონიშნეთ!;
შეავსეთ ცარიელი ადგილები თქვენი აზრით; ა-ბ-გ-დ; ურთიერთგამოკითხვა; ვიცი- მსურს ვისწავლო-ვისწავლე;
ერთხმად კითხვა; საგაზეთო სათაური; დანომრილები; გასეირნება გალერიაში; შესასვლელი
ბარათები; დიაგნოსტიკური წერა; ერთი შეკითხვა- ერთი კომენტარი; პასუხის ბარათები; გამოსაძახებელი
ჩხირები; თოვლის გუნდები; წინადადებების გავრცობა; დაწერეთ ამის შესახებ; ათი ყველაზე
მნიშვნელოვანი რამ; ფაქტობრივი იერიში; გავლილი თავის კოლაჟი; ფოტოფინიში; მოძებნეთ
ადამიანი რომელიც... (G- PRIED დაწყებითი კლასების მათემატიკის 5-6 კლასების მასწავლებელთა
სახელმძღვანელო. „განმავითარებელი შეფასების გამოყენება მათემატიკაში“ 2015. გვ.44-55.)
კვლევის
მეთოდები
ამ თავში
განხილულია, საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები. მოცემულია კვლევის დიზაინი, კვლევის
გეგმა. წამოდგენილია ინფორმაცია კვლევის ჯგუფის ჩამოყალიბების და მუშაობის ეტაპების შესახებ , ასევე განხილულია მონაცემთა
შეგროვების მეთოდები. ანალიზი და დასკვნა. ამისათვის გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები .თვისობრივი-
ფოკუსჯგუფთან ინტერვიუ და რაოდენობრივი ფოკუსჯგუფთან ანკეტირება.
როგორც წინათავში აღვნიშნეთ ჩვენი კვლევის მთავარი კითხვაა- რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის განმავითრებელი
შეფასება სწავლა- სწავლების გაუმჯობესებისათვის.
კვლევის
გეგმა
წინასწარ მასწავლებელბმა
შევქმენით კითხვარები მასწავლებლებისათვის ,მოსწავლეებისა და მშობლებისათვის , რომ
გაგვერკვია , რამდენად ხშირად იყენებს მასწავლებელი განმავითრებელ შეფასებას და როგორ? იცნობს თუ არა მშობელი რა სახის
შეფსება არსებობს ესგ-ს მიხედვით და მოსწავლეებისათვის
რამდენად მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასება. კითხვარების შემუშავების დროს ვიფიქრეთ,რომ
მშობლისა და მოსწავლეებისათვის ტერმინები : განმავათარებელი შეფასება და უკუკავშირი,
ბუნდოვანი იქნებოდა და კვლევის შედეგები სანდო ვერ გახდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საინფორმაციო შეხვედრა და საპრეზენტაციო
მასალის დახმარებით აგვეხსნა მათთვის რას ნიშნავს
განმავითარებელი შეფასება, როგორ უნდა მოხდეს
მათი ეფექტური გამოყენება გაკვეთილზე , მოსწავლის პროგრესისათვის. პრეზენტაციის შემდეგ კი გავაკეთეთ ანკეტირება.
გთავაზობთ საპრეზენტაციო დოკუმენტს.
Comments
Post a Comment