რეკლამა
მასწავლებელი:
ნათელა ხაზარაძე
|
|
|
|
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი მე-7
|
თემა:
რეკლამა
|
დრო:60წთ
|
მოსწავლეთა
პროფილი: 23 მოსწავლე,
სსმ მოსწავლე არ არის კლასში
|
|
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ შექმნან სარეკლამო ტექსტი კონკრეტული აუდიტორისათვის.
|
|
ესგ. სტანდარტი:
ქართ. VII.11
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით
·
წერს სარეკლამო ტექსტს (თანაკლასელების მიერ შექმნილი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებისათვის, სასკოლო ღონისძიებისათვის,ნაწარმოებისათვის და სხვა.
|
|
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: შეუძლია
სხვადასხვა ტექსტის შექმნა , ინტერნეტში მუშაობა.
|
|
შეფასება
და თვითშეფასება: მასწავლებელი
აკვირდება მოსწავლეებს და მთელი გაკვეთილის
განმავლობაში აძლევს განმავითარებელ შეფასებას
. გაკვეთილის ბოლოს აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასებით, რისთვისაც იყენებს შეფასების რუბრიკას.
(დანართი #1)
|
|
სასწავლო
მასალა და რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
|
|
სამოდელო გაკვეთილი
ტიპი: გამჭოლი კომპეტენცია
-ციფრული
აქტივობა 1. თემის მიზნისა და შეფასების გაცნობა. მოსწავლეთა
ორგანიზება
მაწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს, რომ მიზნის მისაღწევად
საჭიროა თითოეული მათგანის ჩართულობა, აქტიურობა, ინსტრუქციებისა და წესების შესაბამისად დაცვა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს შეფასების რუბრიკის კრიტერიუმებს. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში
აქტივობა 2. მასწავლებელი მოსწავლეებს PowerPoint-ით აწვდის ინფორმაციას რეკლამის შესახებ, ( როდის შეიქმნა პირველი რეკლამა,
რა ტიპისა იყო, რა უნდა გაითვალისწინონ რეკლამის
შექმნისას )
აქტივობა#3 მასწავლებელი
მოსწავლეებს სთხოვს გაითვალისწინონ რეკლამის
შექმნის პრინციპი და მათთვის ნებისმიერი მწერლის
ნებისმიერი რომელიმე ნაწარმოებისათვის შექმნან რეკლამა, ვორდის დოკუმენტში.
გამოიყენონ ინტერნეტი.
აქტივობა#4 მოსწავლეები აკეთებენ
პრეზენტაციას.
აქტივობა 5. გაკვეთილის
შეჯამება-შეფასება მასწავლებელი
აჯამებს გაკვეთილს კითხვების საშუალებით:
1.რამდენად გაართვით თავი დავალებებს?
2. რამდენად საინტერესო იყო დავალება?
შეფასების რუბრიკით, განმსაზღვრელი შეფასებით აფასებს მოსწავლეებს.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1-4ქულა
|
5-6ქულა
|
7-8ქულა
|
9-10ქულა
|
სარეკლამო ტექსტის შექმნა
|
არ შეუძლია სარეკლამო ტექსტის შექმნა
|
ტექსტს ქმნის, თუმცა ნაკლებად ჩანს სარეკლამო წინადადება
|
სარეკლამო ტექსტი საინტერესოა, შეესაბამება რეკლამის ფორმატს, შეინიშნება
მცირედი ხარვეზი
|
სარეკლამო ტექსტი კრეატიული
და საინტერესოა, ზუსტად შეესაბამება რეკლამის ფორმატს.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეებმა შექმნეს სარეკლამო ტექსტი კონკრეტული აუდიტორიისათვის
Comments
Post a Comment