უძრავი იყო თბილისის ღამე
მასწავლებელი:
ნათელა ხაზარაძე
|
|
|
|
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი მე-7
|
თემა:
უძრავი იყო თბილისის ღამე
კოლაუ ნადირაძე“25
თებერვალი“
|
დრო:50წთ
|
მოსწავლეთა
პროფილი: 23 მოსწავლე,
სსმ მოსწავლე არ არის კლასში
|
|
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ წაკითხული ტექსტში განასხვავონ
ფაქტები დამოკიდებულებისაგან, გამოიტანონ დასკვნები, დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები
ეპოქასთან . გამართონ მინიდისკუსია
|
|
ესგ. სტანდარტი: ქართ. VII.1 მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი
ტექსტიდან ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VII.7 მოსწა ვლეს შეუძლია ხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხათვა და ახსნა.
ისტ. VII.1 მოსწავლეს
შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან
|
|
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: ტექსტის წკითხვა, გაგება-გააზრება, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, თანამშრომლობა
ჯგუფის წევრებთან.
|
|
შეფასება
და თვითშეფასება: მასწავლებელი
აკვირდება მოსწავლეებს და მთელი გაკვეთილის
განმავლობაში აძლევს განმავითარებელ შეფასებას
. გაკვეთილის ბოლოს აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასებით, რისთვისაც იყენებს შეფასების რუბრიკას.
(დანართი #1)
|
|
სასწავლო
მასალა და რესურსები: სახელმძღვანელო,
ფლიფრჩატი, მარკერი, წებოვანი ლენტი, რვეული .ვიდეოფილმი. საგაზეთო სტატია, კომპიუტერი,
პროექტორი
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
|
|
სამოდელო გაკვეთილი
ტიპი: ინტეგრირებული ქართული-ისტორია
აქტივობა 1. თემის მიზნისა და შეფასების გაცნობა. მოსწავლეთა
ორგანიზება
მაწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს, რომ მიზნის მისაღწევად
საჭიროა თითოეული მათგანის ჩართულობა, აქტიურობა, ინსტრუქციებისა და წესების შესაბამისად დაცვა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს შეფასების რუბრიკის კრიტერიუმებს. კლასი გაყოფილია
4 ჯგუფად.
აქტივობა 2. ვიდეოფილმის
ჩვენება.
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეოფილმას“1921 წელი იუნკრები და საქართველოს
გასაბჭოება“ (https://www.youtube.com/watch?v=_xKAYmasukE&t=198s)
და სთხოვს უპასუხონ კითხვებს:
1.საქართველოს ისტორიის რომელ პერიოდზეა საუბარი?
2. რა იცით
ამ წლების შესახებ?
აქტივობა#3 ტექსტზე მუშაობა
მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს (4 ჯგუფი) ურიგებს
2 ტექსტს : კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი „ და ნაწყვეტს
მიხეილ ბასილაძის სტატიიდან „იუნკერტა გმირობაზე ლეგენდები დადის“ (იხილეთ დანართი1)
და სთხოვს წაიკითხონ ტექსტები , გამოყონ ფაქტები
და დამოკიდებულებები და წარმოადგინონ ცხრილის
სახით.
ფაქტები
|
დამოკიდებულებები
|
|
|
აქტივობა#4 პრეზენტაცია.
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე.
აქტივობა#5 მინიდისკუსია
მასწავლებელი
მოსწავლეებს გასაცნობად ურიგებს 1922 წლის 25 თებერვალს გაზეთ კომუნისტში დაბეჭდილილი სტატიის „ერთი წლის შემდეგ“ ამონარიდს(
იხ.დანართი 2,3,4) და სთხოვს უპასუხონ კითხვებს:
1.რას ეხება სტატია?
2.სტატიაში
ფაქტია თუ შეფასება?
3. როგორ აფასებს ხელისუფლება 1921 წლისთავზე საქართველოში
მიმდინარე პროცესებს?
4. როგორ აფასებს
მენშევიკების სამწლიან ხელისუფლებას?
5. რაში სდებს ბრალს მენშევიკების მთავრობას საბჭოთა ხელისუფლება?
6 . დღეს ვისკენ ურთიერთობისაკენ ისწრაფის საქართველო
და ღოგორია თქვენი პოზიცია?
აქტივობა 6. გაკვეთილის
შეჯამება-შეფასება მასწავლებელი
აჯამებს გაკვეთილს კითხვების საშუალებით:
1.
რა იყო უცხო თქვენთვის დღევანდელ გაკვეთილში?
2.
რით იყო საინტერესო?
შეფასების რუბრიკის გამოყენებით განმსაზღვრელი შეფასებით აფასებს მოსწავლეებს.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1-4ქულა
|
5-6ქულა
|
7-8ქულა
|
9-10ქულა
|
კითხვების დასმა და პასუხი
|
უჭირს კითხვების დასმა და პასუხების გაცემა
|
ტექსტიდან გამომდინარე იშვიათად
სვამს აზრობრივად გამართულ კითხვებს, პასუხობს კითხვებზე ,თუმცა უშვებს შეცდომებს
|
ტექსტიდან გამომდინარე სვამს შესაფერის,აზრობრივად გამართულ კითხვებს,
კითხვებზე პასუხი ამომწურავი და ლოგიკურია,თუმცა
აქვს ხარვეზები
|
ტექსტიდან გამომდინარე ყოველთვის სვამს შესაფერის,აზრობრივად გამართულ
კითხვებს, კითხვებზე პასუხი ყოველთვის ამომწურავი და ლოგიკურია
|
ფაქტებისა და შეფასებების განსხვავება , დასკვნების გაკეთება
|
არ შეუძლია ტექსტის წაკითხვის შემდეგ ფაქტებისა და შეფასებების
გამოყოფა. შესაბამისი დასკვენების გაკეთება.
|
იშვიათად ახერხებს
ტექსტის წაკითხვის შემდეგ ფაქტებისა და შეფასებების გამოყოფა.
უჭირს დასკვნების გაკეთება
|
შეუძლია ნებისმიერი ტექსტის
წაკითხვის შემდეგ ფაქტებისა და შეფასებების გამოყოფა. დასკვენების გაკეთება. თუმცა
აქვს მცირედი ხაზვეზი
|
სრულყოფილად შეუძლია ნებისმიერი ტექსტის წაკითხვის შემდეგ ფაქტებისა
და შეფასებების გამოყოფა. შესაბამისი დასკვენების გაკეთება.
|
დისკუსიაში მონაწილეობა
|
არ მონაწილეობს, ვერ პასუხობს
კითხვებს .
|
იშვიათად მონაწილეობს, უჭირს პასუხების გაცემა წესების
დაცვა
|
მონაწილეობს, პასუხობს გააზრებულად . იცავს წესებს, თუმცა აქვს ხარვეზი.
|
ყოველთვის მონაწილეობს, პასუხობს გააზრებულად . იცავს წესებს
|
თანამშრომლობა
|
უჭირს თანამშრომლობა
|
იშვიათად თანამშრომლობს
|
თანამშრომლობს და ცდილობს პრობლემა არ შექმნას მუშაობისას.
|
ყოველთვის თანამშრომლობს ჯგუფის
ყველა წევრთან
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეებმა
წაკითხულ ტექსტში განასხვავეს ფაქტები
დამოკიდებულებისაგან, გამოიტანეს დასკვნები, დააკავშირეს ფაქტები და მოვლენები ეპოქასთან . გამართეს მინიდისკუსია.
დანართი 1
მიხეილ ბასილაძე
„იუნკერთა გმირობაზე ლეგენდები დადის“
იუნკრებს
ქართულ არმიაში გამორჩეული ადგილი ეკავათ. ეს იყო ყველაზე მოწესრიგებული და
ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი. ლამაზ ფორმაში გამოწყობილი კურსანტები საზოგადოებას უყვარდა.
არ ყოფილა შემთხვევ.ა რომ სკოლის ჯარისკაცს სადმე წესრიგი დაერღვია. უცხოური დელეგაციის
ჩამოსვლისას იუნკრებს, როგორც საჩვენებელ ნაწილს საპატიო ყარაულში აყენებდნენ
1920 წლის აპრილის მიწურულს აზერბაიჯანის ძალისმიერი
გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს გასაბჭოება გადაწყვიტა. 30 აპრილს
მე-11 არმიის მოწინავე ნაწილი საქართველოს საზღვარს მოადგა. პირველი შეტაკება ფოილოს სარკინიგზო ხიდთან მოხდა
1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს სამხრეთში მდებარე ლორეს რაიონში ბოლშევიკებმა
შეიარაღებული პროვოკაცია მოაწყვეს, რომელიც სახალხო აჯანყებად მონათლეს „აჯანყებულებს“ დახმარება სომხეთში დაბანაკებულმა
მე-11 წითელი არმიის ნაწილება გაუწიეს.
ბოლშევიკებმა სწრაფად დაიკავეს ბორჩალოს მაზრა და შულავერი აიღეს. ქვეყანაში საომარი
მდგომარეობა გამოცხადდა. ომის პირველსავე დღეებში იუნკერებმა ფრონტზე გაგზავნა მოითხოვეს
,მაგრამ უარი მიიღეს.სასწავლებლის უფროსის სახელზე პატაკებს წერდნენ „ვინაიდან სკოლას
ფრონტზე არ გვგზავნიან, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმავლინოთ მოქმედ ნაწილში“ 17 თებერვალს,
5 საათზე მოვიდა ბრძანება „სამხედრო სკოლა საჩქაროდ გამოვიდეს ტაბახმელას პოზიციებზე“
500 მებრძოლი გაიყვანეს. იუნკერებს ფრონტზე მთელი ქალაქი აცილებდა. 17-18 თებერვლის
ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. იუნკერთა პოზიციებზე შეტევა 19 თრბერვალს დაიწყო .იერიში
დილის 8 საათზე მიიტანეს იუნკერთა რიგებში
პირველი მსხვერპლი გამოჩნდა. რუსები საარტილერიო შეტევაზე გადავინენ, თუმცა ამას კურსანტებში
შიში არ გამოუწვევია და ბოლშევიკების გააფრთრებული იერიშის მიუხედავად, იუნკერებმა
უკან არ დაიხიეს. კურსანტთა მცირე რაზმს რუსების თითქმის მთელი დივიზია უტევდა. ქართვლი
მებრძოლები ყოველდღე მტრის სამ შეტევას მაინც
იგერიებდნენ. 24 თებერვალს იუნკერთა 152 მებრძოლიდან მხოლოდ 85 იყო დარჩენილი. მე-11
არმია გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. რუსებმა ტაბახმელა მაინც ვერ იღეს, სამაგიეროდ
სოღანლუღის და ლილოს მონაკვეთზე ქართული ნაწილები შეავიწროვეს. თბილისს ალყის საფრთხე
დაემუქრა. მთვარსარდალმა ქალაქის დაცლისა და მთავრობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო
.24 თებერვლის 12 საათზე კურსანტებმა პოზიციის
დატოვების ბრძანება მიიღს თბილისში გათენებისას შევიდნენ. ქალაქის ქუჩებში სიჩუმე სუფევდა.
შენობები ლილისფერი ჯანღით იყო მოსილი. იუნკერებს ბათუმისაკენ მიმავალი სამთავრობო
მატარებლის დაცვა დაევალათ. გზაზე სრული ქაოსი იყო. თბილისიდან გამოქცეული ქართული
არმია გაშლილ მინდრებში ფარასავით მიდიოდა. ყველგან მიტოვებული ტექნიკა ეყარა .25 თებერვალს
ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს. ნოე ჟორდანიას მთავრობამ საქართველო დატოვა. იუნკერებს
გამოუცხადეს, რომ სურვილის შემთხვევაშ მათ სამშობლოს დატოვება შეეძლოთ.იუნკრების ნაწილი
საზღვარგარეთ წავიდა.
დანართი2,3,4
საქართველოს საბჭოთა
ხელისუფლების პირველი
წლის თავი
25
თებერვალი საქართველოში ყველა მშრომელთათვის უდიდესი დღესასწაულია .ამ
დღეს დაემხო გამყიდველ მენშევიკების ძალაუფლება. ამ დღეს საქართველოს მუშები და გლეხები
შეიქმნენ თავისი ქვეყნის ნამდვილი ბატონ პატრონი. 25 თებერვალს 1921 წელს პირველად
თბილისში ამაყად გაიშალა ძლიერი წითელი დროშა უდიდესი პროლეტარული რევოლუციის და ამ
დღიდან საქართველო სწორ უფლებიან წევრად შევიდა საბჭოთა კავშირის უძლიერეს ოჯახში.
მეტად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო საქართველოს მუშათა და გლეხთა ხელისუფლებამ. შერცხვენილად
გაქცეულ და ინტანტის ფრთებ ქვეშ შეფარებულ მენშევიკებისაგა.ნ მენშევიკების 3 წლის ბატონობის
დროს საქართველო დასავლეთ ევროპის კაპიტალის კოლინიად იყო გადაქცეული .
Comments
Post a Comment