სამოდელო გაკვეთილი მე-10 კლასში


მასწავლებელი:  ნათელა  ხაზარაძე
სამოდელო გაკვეთილი ქართული ენასა და ლიტერატურაში. ტიპი გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული(მედიაწიგნიერება)
კლასი  X
თემა: დ.გურამიშვილის „დავითიანი“ 
პიროვნებისა და ქვეყნის ტრაგედია


მოსწავლეთა პროფილი:  32 მოსწავლე, სსმ მოსწავლე არ არის კლასში
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა და ავტორის პოზიციის განსაზღვრა. შეადარონ და დაახარისხონ  მიწოდებული ინფორმაცია.
მედიაწიგნიერების მიზნები: 
1. მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის               რეპრეზენტაციის შეფასება.
   2. მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.
გასავითარებელი უნარ-ჩვევები:
1.კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარის.
2. მედიაწიგნიერების დაუფლებისა და გამოყენების.

ესგ.  სტანდარტი:ზეპირმეტყველება: ქართ:X. 5.მოსწავლეს   შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების  ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
კითხვა:  ქართ. X. 9.მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა   ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
წერა: ქართ.X.15.  მოსწავლეს შეუძლია დაწეროს  გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

საჭირო წინარე ცოდნა და  უნარები:  მოსწავლეები იცნობენ დ.გურამიშვილის    „დავითიანიდან“ შესაბამის ნაწყვეტებს.
შეუძლიათ:  1. წაკითხული ტექსტის გაანალიზება.
                        2. ინფორმაციის დახარისხება, შედარება და ანალიზი.

შეფასება და თვითშეფასება:  მასწავლებელი აკვირდება  მოსწავლეებს და მთელი გაკვეთილის განმავლობაში აძლევს განმავითარებელ  შეფასებას , იყენებს თვითშეფასების რუბრიკას. გაკვეთილის ბოლოს აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი  შეფასებით, რისთვისაც იყენებს შეფასების რუბრიკას   (დანართი #1 #2)
სასწავლო მასალა და რესურსები:  სახელმძღვანელო, ფლიფრჩატი, მარკერი, წებოვანი ლენტი, ვიდეო მასალა.
გამოყენებული აქტივობები:
1.ჯგუფური მუშაობა.
2.სქემებზე მუშაობა
4. კითხვა-პასუხი
5.პრეზენტაცია

გაკვეთილის მსვლელობა



 კედელზე გაკრულია ლექსიკონი იმ ძირითადი სიტყვებისა,  რომლებიც შეხვდებათ მედიატექსტზე მუშაობისას .
ტერმინი
                                               განმარტება
მამითადი
ნადი(უსასყიდლოდ მოწვეული მუშები) ყანის მკისა და სხვა საქმისათვის
დარანი
კლდეში ან მიწისქვეშა შესასვლელი
თაჯი
ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ,პატიოსანი თვლებით მოჭედილი გვირგვინი
თომარი-სპარსული
გრძელი ხმალი
მურასა-სპარსული
მოოჭვილი,მორთული






კლასის ორგანიზება:    ინდივიდუალური
                                           ჯგუფური
წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობა#1    კითხვა -პასუხი
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა მოკლედ მიმოიხილონ ის ეპოქა, რომელშიც მოღვაწეობა უხდებოდა  დავით გურამიშვილს
1.      რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა დავით გურამიშვილი?
2.       რა იყო მისი ისტორიული გვარი და საიდან იყვნენ მისი წინაპრები?
3.      თუ ზედგენიძეა მისი ისტორიული გვარი   გურამიშვილად რატომ მოიხსენიება?
4.      რას  თვლის გურამიშვილი ქვეყნის უბედურების მიზეზად?
5.      როგორაა გადაჯაჭვული მისი, როგორც პიროვნების ბედი, ქვეყნის ბედდთან?
6.      რა პრინციპი აირჩია გურამიშვილმა და რატომ , რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა  გადმოეცა?

კლასი შერჩევის პრინციპით  დაყოფილია 4 ჯგუფად
აქტივობა #2 .ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ   მთავარი სათქმელის ამოცნობა. განსაზღვრონ ავტორის პოზიცია, შეადარონ და დაახარისხონ  მიწოდებული ინფორმაცია..
ჯგუფებს მასწავლებელი ურიგებს სამუშაო მასალებს.

 თითოეულ ჯგუფს ურიგდება  დავით გურამიშვილის „დავითიანიდან“  თავები:
1.      ჯგუფი    :„ დავით  გურამიშვილის ლეკთაგან დატყვევება“(ასევე  ადაპტირებული ნაწყვეტი   გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“(კონკრეტულად  თავიდან  ლეკების ტყვე. დასაწყისიდან---უსინათლო ჰყო -აქამდე).   ადაპტირებული ნაწყვეტი (ლეკიანობა საქართველოში) წიგნებიდან   ნ.ბერძენიშვილი „ლეკიანობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში“
წიგნი საქართველოს ისტორიის საკითხები „ თბილისი 1968წ“
თ.ბოცვაძე „საქართველო დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან“ 
„თბილისი  1968წ


2.      ჯგუფი:     .„ დავით  გურამიშვილის ლეკთაგან დატყვევება“(ასევე  ადაპტირებული ნაწყვეტი   გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“(კონკრეტულად  თავიდან  ლეკების ტყვე. დასაწყისიდან---უსინათლო ჰყო -აქამდე).   .ადაპტირებული ნაწყვეტი ინტერნეტჟურნალიდან „ბურუსი“  თენგიზ ვერულავას  „ დავით გურამიშვილის ბიოგრაფია“(დასაწყისიდან -ტირანულ წამებაში აყენებდნენ   აქამდე)

  3.ჯგუფი:  .„ტყვეობიდან გაპარვა  დავითისა“
ადაპტირებული ნაწყვეტი   გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“(კონკრეტულად  თავიდან  ლეკების ტყვე. ბნელ ხაროში აქედან --კოღოს ლაშქარი დაესია აქამდე)



4.ჯგუფი „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გაპარვა სარუსეთოში“(
ასევე  ადაპტირებული ნაწყვეტი   გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“(კონკრეტულად  თავიდან  ლეკების ტყვე. სიცოცხლეგამწარებული   აქედაბ ბოლომდე )
ადაპტირებული ნაწყვეტი ინტერნეტჟურნალიდან „ბურუსი“  თენგიზ ვერულავას  „ დავით გურამიშვილის ბიოგრაფია“(გურამიშვილი დიდხანს როდი შეგუებია აქედან ბოლომდე)




ამ ტექსტების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები ავსებენ სქემას
რა მსგავს ინფორმაციას  გვაწვდის მოყვანილი ნაწყვეტები?
რა განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის მოყვანილი ნაწყვეტები?
როგორია პოეტის სულიერი მდგომარეობა
რა შიცვალა პოეტის ცხოვრებაში  ლეკთაგან დატყვევების შემდეგ?










მასწავლებელი აფასებს განხორციელებულ აქტივობას და  საჭიროებისამებრ აძლევს  განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა#3.  ჯგუფის მიერ შერჩეული მოსწავლე კლასის წინაშე აკეთებს პრეზენტაციას.
აქტივობის მიზანი:   პრეზენტატორმა შეძლოს სრულყოფილად წარმოადგინოს ჯგუფის ნამუშევარი, გასაგებად და თანმიმდევრულად მიაწოდოს  აუდიტორიას.
აქტივობა#4.ნაწყვეტის შვენება ფილმიდან
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პარალელების გავლება ფილმში ასახულ მოვლენებსა და ტექსტში გადმოცემულ ფაქტებთან
 მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ნაწყვეტს ნიკოლოზ სანაშვილის ფილმიდან“ დავით გურამიშვილი“https://www.youtube.com/watch?v=QKFFCOr7Fiw&t=4639s
და სთხოვს  უპასუხონ კითხვებს:
·         შეესაბამება თუ არა განხილული ტექსტები  და ნაწყვეტი ერთმანეთს.
·         როგორ ფიქრობთ,  რატომ შეცვალა სცენარისტმა რეალობა?
·         ვინ არის სამიზნე აუდიტორია თითოეული ავტორისათვის.
·         რა  როლს ასრულებს მუსიკა ფილმში?
დისკუსიის დასრულების შემდეგ  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადახედონ თავიანთ ნამუშევრებს და ერთი  წინადადებით შეაფასონ გაკვეთილი .
გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების ბარათებს და მოსწავლეებს აფასებს შეფასების რუბრიკებით
დანართი#1
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები

 თემატიკასთან შესაბამისობა

საკითხი  გასაგებად და ამომწურავადაა გადმოცემული.
3
მსჯელობისას დარღვეულია ლოგიკურობა, ამოვარდნილია თხრობის რომელიმე ელემენტი
2
უჭირს მსჯელობა, საკითხი გაურკვეველია
1
პრეზენტაცია არ შეესაბამება მოცემულ საკითხს
0
არგუმენტები, პარალელები

მსჯელობა არგუმენტირებულია  , გამყარებულია ციტატებით, ავლებს სათანადო პარალელებს.
3
მსჯელობს, თუმცა არაარგუმენტირებულად , ვერ ავლებს პარალელებს
2
პასუხი არ მოიცავ სათანადო არგუმენტებს, მსჯელობა გაუაზრებელია
1
პრეზენტაცია  არ შეესაბამება მოცემულ საკითხს
0
რეგლამენტი საკომუნიკაციო უნარები

ყოველთვის იცავს რეგლამენტს , ფლობს საკომუნიკაციო უნარებს
3
ცდილობს რეგლამენტის დაცვას, უჭირს საკომუნიკაციო უნარების ფლობა
2
ვერ იცავს რეგლამენტს, უჭირს აუდუტორიის ყურადღების მიპყრობა, საუბრობს გაურკვევლად
1












დანართი#2
კრიტერიუმები
1-3არადამაკმ
4-6 დამაკმაყ
7-8 კარგი
9-10 ძალიან
კარგი
შეუძლია მთავარი სათქმელის ამოცნობა
ვერ ამოიცნობს  ან უჭირს მთავარი სათქმელის ამოცნობა
იშვიათად ამოიცნობს მთავარი სათქმელს და ზოგჯერ ბუნდოვანია
ამოიცნობს მთავარ სათქმელს, თუმცა აქვს ხარვეზები
სრულად ამოიცნობს მთავარ სათქმელს
ადარებს და ახარისხებს ინფორმაციას

უჭირს ინფორმაციის შედარება და დახარისხება
ცდილობს შეადაროს და  დაახარისხოს ინფორმაცია ,თუმცა  აქვს ხარვეზები
შეუძლია მიწოდებული ინფორმაციის შედარება და დახარისხება
სრულყოფილად შეუძლია ინფორმაციის შედარება და დახარისხება
სხვადასხვა მედიაში გამოყებებული ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი
უჭირს ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი
ცდილობს სხვადასხვა მედიის ინფორმაციის იდენტიპიცირება და კრიტიკული ანალიზს, თუმცა აქვს ხარვეზები
შეუძლია სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი
კარგად ახერხებს სხვადასხვა მედიაში  გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირებას და აკეთებს კრიტიკულ ანალიზს







 მოსწავლეთა  თვითშეფასების რუბრიკა
ჩემს აზრს თამამად და ღიად გამოვთქვამ
ყოველთვის
ზოგჯერ
არასდროს
ვგებულობ ინსტრუქციას და ვიქცევი შესაბამისად



ვცდილობ ვიყო აქტიური საგაკვეთილო პროცესში.



ვიცავ დროის ლიმიტს





გამოყენებული მედეა რესურსი










Comments

Popular posts from this blog

შეფასების რუბრიკები მე-6- მე7 კლასებისათვის

სამოდელო გაკვეთილი მე-5 კლასში