სამოდელო გაკვეთილი მე-5 კლასში
მასწავლებელი:
ნათელა ხაზარაძე
|
|
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი მე-5
|
თემა:
ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“
მიხედვით
„რას გვერჩი ადამიანო?“
|
დრო:70წუთი
|
მოსწავლეთა
პროფილი: 22 მოსწავლე,
სსმ მოსწავლე არ არის კლასში
|
|
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გააზრებით იმსჯელონ
ტექსტის მთავარი პრობლემის შესახებ, გაითავისონ ლიტერატურული ნაწარმოების შესწავლით, როგორ უნდა
ჩამოუყალიბდეთ ბუნებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება. განუვითარდეთ
მსჯელობის, შეფასებისა და თანამშრომლობის უნარი.
|
|
ესგ. სტანდარტი: ქართ. V.1 სვამს კითხვებს ტექსტის უკეთ გასააზრებლად /დასაზუსტებლად .წარმოაჩენს
ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით.
ქართ.V.4 მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში,
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა
თუ იმ პერსინაჟის მიმართ. ასახელებს სხვადასხვა
თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
ქართ.V.1
ყურადღებით ისმენს ჯგუფის თითოეულინ წევრის აზრს, ალაგებს გამოთქმულ მოსაზრებებს გარკვეული
პრინციპით.
|
|
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები: ტექსტის ცოდნა, გაგება-გააზრება, პერსონაჟთა თვისებების ამოცნობა-გაანალიზება, დასმულ კითხვებზე
პასუხის გაცემა, თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან.
|
|
შეფასება და
თვითშეფასება: მასწავლებელი
აკვირდება მოსწავლეებს და მთელი გაკვეთილის
განმავლობაში აძლევს განმავითარებელ შეფასებას
, იყენებს თვითშეფასების რუბრიკას. გაკვეთილის ბოლოს აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასებით, რისთვისაც იყენებს შეფასების რუბრიკას.
(დანართი #!)
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსები: სახელმძღვანელო,
ფლიფრჩატი, მარკერი, წებოვანი ლენტი, ვიდეო მასალა.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
|
აქტივობა 1. თემის მიზნისა და შეფასების გაცნობა. მოსწავლეთა
ორგანიზება
მაწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს, რომ მიზნის მისაღწევად
საჭიროა თითოეული მათგანის ჩართულობა, აქტიურობა, ინსტრუქციებისა და წესების შესაბამისად
დაცვა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს შეფასების რუბრიკის კრიტერიუმებს. კლასი გათვლის
პრინციპით იყოფა 5-5 მოსწავლისაგან შემდგარ
ჯგუფებად.
წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობა 2. მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეო მასალას
და სთხოვს შეუსაბამოს ტექსტიდან შესაბამისი ადგილები.
მიზანი: შეძლოს
ვიდეომასალასა და ტექსტში მოცემული ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება.
აქტივობა 3 .
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს სქემას და სთხოვს თანმიმდევრულად შეავსონ ტექსტიდან გამომდინარე
მიზანი:
შეძლონ ფაქტობრივი ინფორმაციის დაჯგუფება და ტექსტის მთავარი საკითხისა და პრობლემის
გამოყოფა.
ვითარება
|
დრო
|
ადგილი
|
პერსონაჟი
|
პრობლემა
|
მოქმედებები
|
პრობლემის გადაწყვეტა
|
აქტივობა4. დისკუსია(ესტაფეტა)
მიზანი: ყველა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება,
იმსჯელოს პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ყველა ჯგუფს ურიგებს თითო ფლიფჩარტს . რომელზედაც წერია ერთი მთავარი საკითხი. მოსწავლეებმა უნდა
ჩამოწერონ ყველა ის მნიშვნელოვანი ცნობა, ფაქტი
თუ ინფორმაცია, რომელიც საკითხს ეხება. თითოეული
ჯგუფი ავსებს თავის ფურცელს და საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით გადასცემს მომდევნო ჯგუფს, რომელიც ეცნობა წინა ჯგუფის ნაშრომს , განიხილავენ
, აფიქსირებენ თავიანთ შეხედულებებს , ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა ჯგუფი არ გაეცნობა
და დაამუშავებს სამუშაო ფურცელს, საბოლოოდ ჯგუფებს უბრუნდებათ თავიანთი ფურცელი. ჯგუფებს
კვლავ ეძლევათ მცირე დრო შეჯამებისათვის, ამის
შემდეგ ნაშრომს წარუდგენენ აუდუტორიას. ყურადღებას
ამახვილებენ პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებზე.
პირველი ჯგუფის
დავალება: როგორ ფიქრობთ, რას წარმოადგენს
ბუნება ადამიანისათვის?
მეორე ჯგუფის დავალება: რატომ არის ადამიანი გულგრილი და ბოროტი ბუნებისადმი
და რას მოგვიტანს ეს გულგრილი დამოკიდებულება?
მესამე ჯგუფის დავალება: როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის ( ბუნებისადმი გულგრილი
დამოკიდებულება) მოგვარება დღეს და მომავალში?
მეოთხე ჯგუფის დავალება: რა როლი შეიძლება შეასრულოს ლიტერატურულმა ნაწარმოებებმა (თქვენთვის
„ შვლის ნუკრის ნაამბობი“ ) ადამიანის
ბუნებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში?(რა
უნდა ვისწავლოთ და როგორ გამოვიყენოთ ცხოვრებაში?
აქტივობა 5. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს. უბრუნდება მე-3 აქტივობის ბოლო ნაწილს და ავსებენ
ბოლო ორ გრაფას.
გაკვეთილის
ბოლოს მასწავლებელი განმავითარებელი შეფასებისათვის მოსწავლეებს ავსებინებს თვითშეფასების ცხრილს და აფასებს თავად.
ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა
ჩემს აზრს თამამად და ღიად გამოვთქვამ
|
ყოველთვის
|
ზოგჯერ
|
არასდროს
|
ვუსმენ სხვას და არ ვუშლი ხელს
აზრის გამოთქმისას.
|
|||
ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას და აქტიურად ვარ ჩართული
|
|||
ვიცავ დროის ლიმიტს
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
არადამაკმაყოფ
ილებელი
1-3
|
დამაკმაყოფი
ლებელი
4-6
|
კარგი
7-8
|
ძალიან კარგი
9-10
|
ტექსტის ცოდნა, ფაქტების , მოვლენების თანმიმდევრული დალაგება
|
არ იცის ტექსტი
|
ტექსტი სუსტად იცის
,ფაქტებსა და მოვლენებს სათანადოდ
ვერ ალაგებს
|
ტექსტი იცის, ფაქტებსა და მოვლენებს სათანადოდ ალაგებს, თუმცა აქვს მცირედი
ხარვეზი.
|
ტექსტი კარგად იცის, ფაქტებსა და მოვლენებს თანმიმდევრულად ალაგებს და იყენებს სათანადო ადგილებს
|
აქტიური მონაწილეობა საგაკვეთილო პროცესში
|
საერთოდ არ მონაწილეობს საგაკვეთილო აქტივობებში
|
მონაწილეობს იშვიათად
, მხოლოდ გარკვეულ აქტივოვაში
ერთვება
|
ყოველთვის მონაწილეობს, ერთვება აქტივობებში და წვლილი შეაქვს დავალებების შესრულებაში
|
ყოველთვის მონაწილეობს , წარმართავს საკლასო მსჯელობას, მნიშვნელოვანი
წვლილი შეაქვს დავალებების შესრულებაში
|
თანამშრომლობა
|
უჭირს თანამშრომლობა
|
იშვიათად თანამშრომლობს
|
თანამშრომლობს და ცდილობს პრობლემა არ შექმნას მუშაობისას.
|
თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
|
მართლწერისა და მართლმეტყველების
წესების დაცვა
|
არ იცავს მართლწერისა და მართლმეტყველების წესებს
|
იცავს მართლწერისა და მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
გამართულად მეტყველებს, მართებულად იყენებს მართლწერისა და მართლმეტყველების
წესებს
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა, შემოქმედებითად იყენებს
ენობრივ -გამომსახველობით საშუალებებს
|
Comments
Post a Comment